მასწავლებლის ბლოგი
Wednesday, May 22, 2013
Friday, June 15, 2012
სასწავლო პროექტი
სასწავლო პროექტი
1.პროექტის სახელწოდება:
ასპინძის ისტორიული წარსული.
2.პროექტის მთავარი
იდეა 1–2 წინადადებით.
ასპინძის ღირსეული წარსულის შესახებ საუბარი, ისტორიული
წყაროების გაცნობა, ლაშქრობის მოწყობა ასპინძის ციხეზე და ,,ერეკლეს ნახიდარზე“.
3.პროექტის აქტუალობა:
ასპინძის რაიონის რუკის გამოყენება, ძველი ისტორიების
მოძიება და ვერბალური სახით მოსწავლეთათვის გადაცემა და ისტორიული ძეგლების დათვალიერება.(
ასპინძის ციხე და ,, ერეკლეს ნახიდარი“)
4.პროექტის მიზნები:
მოსწავლეებში მოტივაციისა და ინტერესის გაზრდა,
ასპინძის ისტორიის გაცნობა და ისტორიული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემის, გაფრთხილებისა
და დაცვის გრძნობის ჩამოყალიბება, საკუთარი რაიონის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და
ცოდნა,სოციალური უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება, საკუთარი შთაბეჭდილებების ჩანახატის სახით
გადმოცემა.
5. მონაწილეთა ასაკი:
მოსწავლეები
10 – 11წლის.
6.ვადები/ ხანგრძლივობა:
ერთი დღე.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,
რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები გაეცნობიან ასპინძის ისტორიას, მოისმენენ
რეალურ ფაქტებს და ისტორიებს საკუთარი რაიონის შესახებ,დამატებით წინასწარ მოიპოვებენ
ინფორმაციას ასპინძის შესახებ და გააცნობენ თანაკლასელებს, დაათვალიერებენ ასპინძის
ციხეს და ,,ერეკლეს ნახიდარის“ ტერიტორიას,გაეცნობიან რუკას და რუკაზე აღნიშნავენ ლაშქრობის
მარშუტს, შეიძენენ უფრო მეტ ცოდნას,ისწავლიან ლაშქრობისათვის საჭირო უნარ–ჩვევებს,უფრო
მეტად დაუმეგობრდებიან თანაკლასელებს, საკუთარ
შთაბედილებას ნახატით გადმოცემენ,ჩამოუყალიბდებათ საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და
დასაბუთების უნარ–ჩვევა.
8.პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
ასპინძის რუკა, დამატებიტი ინპორმაციები და რეალური
ამბების მოძიება და დაბეჭდვა თითოეული მოსწავლისათვის, ფურცლები და ფერადი ფანქრები.
9.პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეთათვის ისტორიულ წარსულზე საუბარი.
მოსწავლეების მიერ მოპოვებული ინფორმაციის პრეზენტაცია.
რუკაზე დასალაშქრი ადგილების მოძებნა და აღნიშვნა.
ასპინძის ციხის დათვალიერება.
ერეკლეს ნახიდარის დათვალიერება.
ჩანახატების გაკეთება.
ნახატების გამოფენა და შეფასება.
ინფორმაციის შეჯამება და შეფასება.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო: :გეგმასთან კავშირი:
ისტორია,ქართული,ბუნება,ხელოვნება,გეოგრაფია.
11.პროექტის ხელმძღვანელი:
ნინო ფილიშვილი.
12.ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:
13.პროექტის
ვებ–გვერდი/ ბლოგი:
ninofilishvili.blogspot.com
Subscribe to:
Posts (Atom)